არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის XXVIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველს გარჯა ინტერნეტპორტალ goal.com-ის ჰოლანდიურმა გვერდმა დაუფასა.
კვირას, “ვიტესმა” გასვლაზე “გრონინგემს” მოუგო 3:0, ხოლო კაშიამ დაცვის ცენტრში 90 წუთი დამაჯერებლად ითამაშა და შეხვედრის მიწურულს დომინიკ სოლანკე დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა (VIDEO). შესაბამისად, თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მეორე გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა 78-ე წუთზე, რომელიც თამაშში გოლამდე 8 წუთით ადრე ჩაერთო.