ფეხბურთი

14:38 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა რობ მაასს საუკეთესო პასუხი გასცა (+VIDEO)

არნემის “ვიტესის” ქართველმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა კვირას, “გრონინგემთან” მატჩში მშრალი სერია შეწყვიტა და გოლის გატანა მოახერხა (VIDEO). აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა და როგორც მან ჰოლანდიურ მედიას განუცხადა, გატანილი გოლი საუკეთესო პასუხი იყო მთავარი მწვრთნელისადმი.

“მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. თავიდან რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ძირითადში არ დამიწყია თამაში. მწვრთნელმა მატჩის წინა დღეს მითხრა, რომ სასტარტოში არ ვიქნებოდი, ეს ჩემთვის მოულოდნელობა გახლდათ. თუმცა, ვფიქრობ, მას საუკეთესო პასუხი გავეცი.

ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. იგივე მდგომარეობაში იყვნენ სხვებიც, მათ შორის, გუნდის კაპიტანიც. ეს გამარჯვება კი ძალიან გვჭირდებოდა”, - ციტირებს ყაზაიშვილის სიტყვებს ინტენეტპორტალი bd.nl-ი.

ქართველი ნახევარმცველისთვის “გრონინგემის” კარში გატანილი გოლი ერედივიზიონში მეათე აღმოჩნდა და იგი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. რობ მაასისთვის კი ვაკო მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რადგან მას როგორც შემტევ ნახევარმცველად, ისე თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშებს (რომინიკ სოლანკეს ტრავმიანობის დროს).

0.11568