იტალიის სერია A-ს XXX ტურის შემდეგ ლიდერსა და მდევარს შორის სამქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. “იუვენტუსმა” ტურინული დერბი ადვილად მოიგო, ხოლო “ნაპოლიმ” შინ “ჯენოასთან” ინერვიულა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.
“იუვენტუსმა” დერბი “დელა მოლე” მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხი გარკვეულწილად გაიქარწყლა. მასიმილიანო ალეგრიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მიუნხენური მატჩის გმირი ალვარო მორატა თადარიგში დატოვა. სამაგიეროდ, სასტარტოში გაამწესა მარიო მანჯუკიჩი, რომელსაც მხარი პაულო დიბალამ დაუმშვენა, ვისაც ლიგაზე ტრავმის გამო არ უთამაშია. თამაშის მიმდინარეობამ გამოაჩინა, რომ ალეგრი შეცდა. კერძოდ, დიბალამ ტრავმა გაიმიზიზე და პირველივე ტაიმში შესაცვლელი შეიქნა, ხოლო მორატამ კი ისევ დიდებული თამაში აჩვენა და ამჯერად დუბლი გაიფორმა. საერთოდ, “იუვემ” შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, როცა ვიზავის შანსი არ დაუტოვა. პოლ პოგბას დიდებული საჯარიმოთი და სამი ხედირას არანაკლებ ესთეტიური გოლებით “ბებერი ქალბატონი” შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა. სანამ ტურინული გრანდი ანგარიშს გახსნიდა, მანამდეც მოხდა მნიშვნელოვანი რამ: შეხვედრის მეოთხე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჯანლუიჯი ბუფონმა სებასტიანო როსის რეკორდი მოხსნა და იტალიის ჩემპიონატში ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერიის მქონე მეკარე გახდა. საბოლოოდ, ჯიჯის კარი ამ თამაშში მაინც შეირხა – 48-ე წუთზე ანდრეა ბელოტიმ მას თერთმეტმეტრიანი გაუტანა, რომელიც ბრუნო პერესის მოჩეხვისთვის სამართლიანად დაინიშნა. მთლიანობაში ბუფონის რეკორდმა 974 წუთი შეადგინა...
რაც შეეხება თამაშს, “იუვენტუსს” კინაღამ მიუნხენური საღამო გადახტა თავს: საქმე ისაა, რომ ბელოტის გოლიდან რამდენიმე წუთში მაქსი ლოპესმაც გაიტანა, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა, რაც აშკარა შეცდომა გახდათ. შესაბამისად, ანგარიში არ გათანაბრდა. მერე კი, ნელ-ნელა “იუვემ” თამაშის სადავეები დაიბრუნა და ორი უპასუხო გოლიც შეაგდო. ჯერ პოგბას ბრწყინვალე მოქმედება და პასი, მორატამ შეიშნო და არანაკლებ კარგი შესრულების შედეგად გაიტანა, თამაშის ბოლოს კი იმავე პოგბას გამჭოლ გადაცემას ფეხი დაუხვედრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:4.
“იუვენტუსის” მოგებას, მოგებითვე უპასუხა კონკურენტმა “ნაპოლიმ”, რომელსაც შინ “ჯენოას” ძლევა ძალიან გაუჭირდა. მეტიც, ზღვისპირელებმა პირველი ტაიმის ტომას რინკონის გოლით მოიგეს კიდეც, მაგრამ მერე საქმეში გონსალო იგუაინი ჩაერთო და “პიპიტამ” ნეაპოლელებს მორიგი სამი ქულა პირადად მოუტანა. გონსალომ დუბლი შეასრულა, ახლა მას ჩემპიონატში 31 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის რეკორდთან ძალიან, ძალიან ახლოსაა. წერტილი 89-ე წუთზე ელ კადურიმ დასვა. მიუხედავად მძიმე გამარჯვებისა, მაურიციო სარის გუნდი მოგებას ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა.
ტურის დასკვნით მატჩში კი “მილანმა” ღრმა კრიზისში მყოფ “ლაციოს” დედაქალაქში ერთი ქულა გაატანა. მატჩის მთავარი მოვლენები საწყის 15 წუთში განვითარდა, როდესაც მარკო პაროლოს გოლს კარლოს ბაკამ უპასუხა – 1:1.
ტურის დანარჩენი შეხვედრებიდან გამოსარჩევია ფლორენციის “ფიორენტინას” ვერმოგება აუტსაიდერ “ფროზინონესთან” (0:0) გასვლაზე. არადა, “იებს” რომ მოეგოთ, ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენას შეამცირებდნენ, მაგრამ პაულო სოუზას გუნდს როგორც ჩანს, კრიზისის პერიოდი დაუდგა.
“ატალანტა” – “ბოლონია” 2:0 (2:0)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
მაყურებელი: 16 000
“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; სტენდარდო, პალეტა, მაზიელო, დრამე; დე რუნი, ჩიგარინი; გომესი (დ’ალესანდრო 89), კურტიჩი (მილიაჩო 72), დიამანტი (რაიმონდი 54); პინილია
მწვრთნელი: ედუარდო რეია
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მორლეო (მასინა 71), მაიეტა, გასტალდელო, მბიაიე; დიავარა, ბრიგი, რიცო (აკვაფრესკა 64); ჯაკერინი, ფლოკარი, ბრიენცა (მუნირი 46)
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლები: 1:0 გომესი (27), 2:0 დიამანტი (45)
გაფრთხილება: პინილია (44) – ჯაკერინი (50), რიცო (52), გასტალდელო (77, 85)
გაძევება: მბიაიე (78), გასტალდელო (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 0:4
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“ფროზინონე” – “ფიორენტინა” 0:0 (0:0)
ფროზინონე, “მატუზა”
მაყურებელი: 7 500
“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; მ. ჩიოფანი (პრიიმა 90), აჯეტი, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; გორი, ფრარა (გუჩერი 24), სამარკო; დ. ჩიოფანი (ტონევი 74), კრაგლი, პაგანინი
მწვრთნელი: რობერტო სტელონე
“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ბადეი (სარატე 72), ვესინო; ბერნარდესკი (ტელო 64), ბორხა ვალერო, ილიჩიჩი (ბაბაკარი 86); კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
გაფრთხილება: აჯეტი (25), გორი (36), კრაგლი (82), სამარკო (88) – ალონსო (31), რონკალია (37), ასტორი (50), კალინიჩი (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 17 (8) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 5:1
მსაჯი: პაოლო ვალერი
“ვერონა” – “კარპი” 1:2 (0:1)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 18 000
“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, ჰელადერი, მორასი, ფარეში; ვსჟოლეკი, სილიგარდი (ვივიანი 46), მარონე (გომესი 70), იონიტა; ტონი, პაცინი (რებიჩი 46)
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; გალიოლო, პოლი, რომანიოლი, საუგერი; ბიანკო, კოფიე, პაშიუტი (ლეტიცია 81), ლოლო (კრიმი 53); დი გაუდიო; მბაკოგუ (ლასანია 64)
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
გოლები: 0:1 დი გაუდიო (42), 1:1 იონიტა (63), 1:2 ლასანია (67)
გაფრთხილება: პიზანო (33), რებიჩი (82, 90) – საუგერი (54), პოლი (84), კრიმი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 7 (6) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 9:6 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: კარმინე რუსო
“სამპდორია” – “კიევო” 0:1 (0:1)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 21 000
“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; მოისანდერი, რანოკია, სილვესტრე; დე სილვესტრი, სორიანო, ფერნანდო (კრისტიჩიჩი 81), დოდო; ალვარესი (მურიელი 71), კასანო (კორეა 58); კვალიარელა
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, ცეზარი, სპოლი, გობი; რადოვანოვიჩი, კასტრო, ჰეტემაი; ბირსა (ფლორო ფლორესი 68); პეპე (პინცი 81), მეჯორინი (მ’პოკუ 79)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლი: 0:1 მეჯორინი (24)
გაფრთხილება: სორიანო (31), ფერნანდო (60), დე სილვესტრი (63), მოისანდერი (71) – კასტრო (39), ჰეტემაი (62), ბიძარი (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 9 (7) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 2:5
მსაჯი: ლუკა პაირეტო
“სასუოლო” – “უდინეზე” 1:1 (0:1)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 11 000
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, ანტეი (ტერანოვა 36), აჩერბი, პელუზო; მანიანელი, პელეგრინი (ფალჩინელი 60), დანკანი; პოლიტანო (ბერარდი 83), დეფრელი, სანსონე
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ფელიპე, ჰეტრო (პირისი 80); ვიდმერი, კუჟმანოვიჩი, ბრუნო ფერნანდესი, ჰალფრედსონი (ლოდი 87), არმერო; ტერო, ძაპატა (დი ნატალე 74)
მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო
გოლები: 0:1 ძაპატა (8), 1:1 პოლიტანო (64)
გაფრთხილება: ანტეი (13), დეფრელი (67) – ჰეტრო (9), ჰალფრედსონი (32), ფელიპე (83), დანილო (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 6 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: მარკო დი ბელო
“ტორინო” – “იუვენტუსი” 1:4 (0:2)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 18 000
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა, ბენასი (ბაზელი 81), ვივესი, გასტონ სილვა (ძაპაკოსტა 75); იმობილე (მაქსი ლოპესი 46), ბელოტი
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; ლიხშტაინერი (კუადრადო 49), ხედირა, ლემინა, პოგბა, ალექს სანდრო; დიბალა (მორატა 32), მანჯუკიჩი (ძაძა 85)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 პოგბა (33), 0:2 ხედირა (42), 1:2 ბელოტი (48, პენ), 1:3 მორატა (63), 1:4 მორატა (77)
გაფრთხილება: აკქუა (19), გლიკი (31), გასტონ სილვა (36), ბელოტი (68) – ალექს სანდრო (17), ლიხშტაინერი (44), ბონუჩი (48)
გაძევება: ხედირა (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 9 (7) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“ნაპოლი” – “ჯენოა” 3:1 (0:1)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 38 000
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (მერტენსი 59), იგუაინი (ელ კადური 89), ინსინიე (გაბიადინი 74)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, იცო, ბურდისო (ფიამოცი 17); რინკონი, დზემაილი, რიგონი (ტაკჩიდისი 65), გაბრიელ სილვა; პანდევი, პავოლეტი (ჩერჩი 58), ლაქსალტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 0:1 რინკონი (10), 1:1 იგუაინი (51), 2:1 იგუაინი (81), 3:1 ელ კადური (90)
გაფრთხილება: კულიბალი (31), ჟორჟინიო (37), ინსინიე (45) – ფიამოცი (44), დზემაილი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (12) – 7 (2) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 4:0
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“მილანი” – “ლაციო” 1:1 (1:1)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 34 000
“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ძაპატა, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა (მენესი 84), მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ლუის ადრიანო (ბალოტელი 74), ბაკა
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი, ჰოედტი, ბიშევაცი, ბრაიფიედი; პაროლო, ბილია, ლულიჩი; ანდერსონი, მატრი (ჯორჯევიჩი 80), კანდრევა (მაურისიო 89)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 0:1 პაროლო (9), 1:1 ბაკა (15)
გაფრთხილება: აბატე (76) – ლულიჩი (62, 84), ბილია (72)
გაძევება: ლულიჩი (84)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 5 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 1:4
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო