კალათბურთი

22:00 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” 40-ქულიანი მარცხი რიგაში

თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში ზედიზედ 26-ე მარცხი განიცადა. ქართული კლუბი რიგაში ვეფ-ს ესტუმრა, ერთბაშად 16 სამქულიანი მიიღო და 59:99 (10:22, 11:17, 23:24, 15:36) განადგურდა.

“ვითას” რიგებში საუკეთესო ამერიკელი ანდრე ჯონსი იყო, რომელმაც თითქმის შეუცვლელად (38:23 წუთი) ითამაშა და 21 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 10 ქულა იყო დანიელ ბეჯარანოს აქტივში, რუსმა ვლადისლავ სტარატელევმა კი 15 ქულით ჩააგდო.

თბილისურ კლუბს მომდევნო შეხვედრა 27 მარტს, შინ, ბელარუსულ “ცმოკი-მინსკთან” ელის.

0.129345