ფეხბურთი

17:23 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს "ინტერმა" კვეკვესკირის ლამაზი გოლით მოიგო (+VIDEO)

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბაქოს "ინტერმა" სტუმრად 1:0(VIDEO) მოუგო ლენქორანის "ხაზარს". ეს ერთადერთი გოლი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, შორიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი. დაახლოებით 25-28 მეტრიდან.

ზაურ სვანაძის გაწვრთნილ "ინტერში" კვეკვესკირმა,. ზურაბ ხიზანიშვილმა და ლაშა კასრაძემ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ლაშა სალუქვაძე კი ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას. "ინტერი" მესამე ადგილზეა.

0.117762