ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღია. ინფორმაციას El Paisi ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, თუ "წითელი ეშმაკები" პორტუგალიელს 1-ელ მაისამდე არ დანიშნავენ, კომპენსაციის სახით 6.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. თუ კიდევ ერთი თვით დაგვიანდება ჟოზეს წარდგენა კლუბი შეთანხმების დარღვევისთვის 13 მილიონს დათმობს. ასევე, თუ მოურინიო სხვა კლუბში წავა, თავადაც მოუწევს კომპენსაციის გადახდა.
ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგაში 47 ქულით მე-6 ადგილზეა. ლუის ვან გაალის შეგირდები 20 მარტს "ეტიჰადზე" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.