ჩოგბურთი

12:07 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა იბრძოლა, მაგრამ ჯოკოვიჩმა მოიგო

“ინდიან-უელსის” მასტერსის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალს 7:6, 6:2 მოუგო. ნადალ-ჯოკოვიჩის ბოლო შეხვედრებისგან განსხვავებით რაფაელი უკეთ გამოიყურებოდა და სერბს განსაკუთრებით პირველ სეტში ბევრი პრობლემა შეუქმნა. შეხვედრა რაფას ბრეიკით დაიწყო და ესპანელი 2:0 დაწინაურდა, თუმცა ბალკანელმა მაშინვე შეძლო უკუბრეიკის შესრულება და ანგარიში გაათანაბრა. პირველი სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ნოლემ 7:5 იმარჯვა. მეორე სეტში 2:2-ის შემდეგ ნოვაკმა ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და “ინდიან-უელსის” ფინალში გადვიდა, სადაც მილოშ რაონიჩს შეხვდება.

აშკარაა, რომ რაფაელმა თამაშის ხარისხი გამოასწორა და რამდენიმე ეპიზოდში ჩოგბურთის გულშემატკივრებს ძველი ნადალი გაგვახსენა.

ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი რაფას 25:23 ამარცხებს.

“ინდიან-უელსის” ფინალში ნოვაკი კანადელ მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდება. ურთერთშეხვედრებში ნოლე 5:0 ამარცხებს. კანადელს სერბისთვის მხოლოდ ერთი სეტი აქვს მოგებული.

0.115255