ფეხბურთი

2:14 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" სერია შეწყვიტა, მაგრამ ლიგის ზონაში ადგილი გაიმყარა

იტალიის სერია A-ს XXX ტურის ცენტრალურ მატჩში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. რომის “ოლიმპიურ სტადიონზე” ადგილობრივმა “რომამ” და მილანის “ინტერმა” ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, რამაც უფრო მეტად დედაქალაქელთა წყალი წისქვილზე დაასხა.

საერთოდ, თამაშის სცენარიდან გამომდინარე მოგებას მასპინძლები იმსახურებდნენ, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ის ვერ იგებს, რომელიც უპირატესობას ფლობს. თუმცა, რომაელებს აღნიშნული უპირატესობა მეტად საგრძნობი ჰქონდათ, მაგრამ რად გინდა? – ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში აშკარად მოიკოჭლეს. ეგ კი არა, საერთოდ ქულის გადარჩენაზე მოუწიათ ოფლის ღვრა.

პირველ ტაიმში ყველაზე აქტიური სტეფან ელ შაარავი იყო, რომელსაც თანაგუნდელების დაწინაურება რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ არ გამოუვიდა. ერთ ეპიზოდში სამირ ჰანდანოვიჩმა საოცარი სირთულის ბურთი აუღო. “რომამ” აქტიურად მეორე ნახევარიც დაიწყო, თუმცა 53-ე წუთზე კონტრშეტევა გამოეპარა და ივან პერიშიჩმა “ინტერი” დააწინაურა. აქ, მასპინძელთა კიპერი ვოიცეხ შჩესნი საკმაოდ არადამაჯერებლად გაისარჯა და ბურთის მოგერიება ნამდვილად მართებდა.

ბუნებრივია, ანგარიშში ჩამორჩენილმა “რომამ” კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტია და გატანაც რამდენჯერმე მართებდა. განსაკუთრებით ედინ ჯეკოს, თუმცა ბოსნიელი შემტევი აშკარად სცოდავდა. სამაგიეროდ, ედინმა საგოლე პასი შეასრულა. მართალია, მისდა უნებურად, მაგრამ მაინც... რაჯა ნაინგოლანმა კი ბოლომდე იბრძოლა და ვარდნაში მშვენიერი გოლი შეაგდო, რითაც რომაელთა წაუგებელი სერია 10 თამაშამდე გაიზარდა. ამასთან, “ჯალოროსის” 9 მატჩიანი მოგებების სერია დაასრულა.

ტურის საწყისი შეხვედრა კი მეტად უინტერესო გამოდგა. საშინელ ფორმაში მყოფმა “ემპოლიმ”, მის დღეში მყოფ “პალერმოს” უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. მასპინძელთა შორის მხოლო ბოლო 4 წუთი ითამაშა ლევან მჭედლიძემ...

“ემპოლი” – “პალერმო” 0:0 (0:0)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 000

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი (ბიტანტე 43), კოსტა, ტონელი, მარიო რუი; კროჩე, ზიელინსკი (ბუჩელი 63), პერედესი; საპონარა; მაკარონე (მჭედლიძე 86), პუჩარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“პალერმო” (4-1-4-1): სორენტინო; ანდელკოვიჩი, გონსალესი, სტრუნა, პეცელა (ლაზაარი 46); ჰილიერმაკი; ტრაიკოვსკი, ბრუგმანი (მარესკა 86), იაიალო, ქუაისონი (ბენტივენია 80); ვასკესი

მწვრთნელი: ვალტერ ნოველინო

გაფრთხილება: პარედესი (68) – იაიალო (55), ბენტივენია (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 9 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: დავიდე მასა

“რომა” – “ინტერი” 1:1 (0:0)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 33 000

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე (ემერსონი 81); ნაინგოლანი, კეიტა (ჯეკო 57), პიანიჩი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი (დე როსი 90)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ნაგატომო; მედელი, ბროჟოვიჩი; ბიაბიანი (მანაი 82), ლიაიჩი (ფელიპე მელო 86), პერიშიჩი; ედერი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 პერიშიჩი (53), 1:1 ნაინგოლანი (84)

გაფრთხილება: კეიტა (22), მანოლასი (88) – მედელი (62), ჰანდანოვიჩი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 4 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

თეგებისერია A
0.300391