სუპერლიგის მონაწილე „აკადემიის“ ხელმძღვანელობამ გუნდში ცვლილებები განახორციელა. კონკრეტულად, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა გელა წულაძემ და მისმა თანაშემწეებმა ირაკლი ტომარაძემ და გია კაზანჯიანმა დატოვეს. მათთან ერთად გუნდი ორმა ლეგიონერმა ჩარლზ ედუარდ სთროუბრიჯმა და მაურის ბრიგსმაც დატოვეს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ გია კაზანჯიანმა განუცხადა.
„გუნდის ხელმძღვანელობამ აღნიშნული ცვლილებები ფინანსური პრობლემების გამო განახორციელა. ეს ცვლილებები იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ „აკადემია“ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება და სუპერლიგაში დარჩენის შანსი თითქმის აღარ აქვს,“ - გვითხრა კაზანჯიანმა.
დღეს, "ოლიმპთან" შეხვედრაში გუნდი სათამაშოდ მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთმა თანაშემწე გიორგი ნიკოლაძემ გაიყვანა, რომელიც დღეიდან მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.