ფეხბურთი

0:29 | 19.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: “მეოთხედფინალში გასვლას ვიმსახურებდით”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ჩემპიონთა ლიგიდან თავისი გუნდის გამოვარდნის შესახებ ისაუბრა. 28 წლის უაკანახაზელის თქმით, “იუვენტუსი” ახლა უფრო ძლიერია, ვიდე ერთი წლის წინ გახლდათ.

“ჩვენ დავიმსახურეთ ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ეპიზოდები წყვეტენ მატჩის ბედს. შარშანდელ სეზონთან შედარებით ძალიან გავიზარდეთ. ერთი წლის წინ, გამოცდილი გუნდი ვიყავით ახლა კი, ხარისხის მხრივ მოვუმატეთ და გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია”, - ამბობს ბონუჩი.

შეგახსენებთ, “იუვენტუსი” მერვედფინალში მიუნხენის “ბაიერნთან” დამატებით დროში დამარცხდა და ბევრის აზრით შემდეგ ეტაპზე გასვლას იმსახურებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114874