რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირზე გუნდებს თამაშში 4 ცვლილების გაკეთების საშუალება მიეცემათ. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ფიფამ ციურიხში ოფიციალურად მიიღო. მეოთხე ცვლილების გაკეთება მწვრთნელებს დამატებით დროში შეეძლებათ. ეს ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.
აღსანიშნავია, რომ იგივე რამ შესაძლოა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც დაიშვას, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში, იაპონიაში გაიმართება და ამასთან ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე 20-წლამდელებს შორის, რომელსაც თავის მხრივ 13 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ახალი გვინეა უმასპინძლებს.