ფეხბურთი

21:54 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა ტვიტერზე: "მსაჯი და "ბაიერნი" ერთად ზეიმობდნენ"

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ საკუთარი ტვიტერის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც “ბაიერნის” ფეხბურთელები და შეხვედრის მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი ერთად არიან ასახულნი.

23 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული სურათი ირონიულად დაასათაურა:

“როდესაც მსაჯი მთელი თამაში თქვენთან ერთად იყო, ბუნებრივია, რომ მას ერთად აღნიშნავთ”, - დაწერა პოგბამ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში “ბაიერნმა” “იუვენტუსს” დამატებით დროში 4:2 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. იტალიელები კი ერიქსონი მსაჯობით უკმაყოფილონი დარჩნენ და სრულიად სამართლიანადაც: შვედმა რეფერიმ პირველ ტაიმში ალვარო მორატას თამაშის წესების დაცვით გატანილი გოლი გააუქმა, ხოლო რამდენიმე ეპიზოდში მიუნხენელთა სასარგებლოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. თავად პოგბას რაც შეეხება, ჩინებული შეხვედრა ჩაატარა და მე-5 წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა.

იგი უეფას ოფიციალურ ვებგვერდს კვირის 4 საუკეთესო მოთამაშეს შორის ჰყავს შეყვანილი და გამოსარჩევია, რომ მათ შორის “ბაიერნის” წევრი არცერთია.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდთა პირველ მატჩშიც მსაჯმა “ბაიერნის” სასარგებლოდ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რამაც ტურინული მატჩის შედეგზე ზეგავლენა მოახდინა.

0.117741