სხვა

0:43 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში გაიმარჯვა

15 მარტს იაპონიის სამთო კურორტ ჰონოკიდაირაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით შეჯიბრება – გიგანტური სლალომი ჩატარდა სამთო-სათხილამურო სპორტში.

შეჯიბრებაში 97 სპორტსმენი მონაწილეობდა, გამარჯვება კი საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა მოიპოვა. მან პირველი ადგილი იაპონელ საკურაკო მუკოგავასთან ერთად გაიზიარა. მათ თანაბარი დრო აჩვენეს. მესამე ადგილზეც იაპონელი ჰარუნა იუმამოტო გავიდა.

ნინომ ამ შედეგით მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესა.

www.gsf.ge

0.123935