ბოსნია-ჰერცეგოვინის საკალათბურთო ნაკრების ლიდერები – ფორვარდი მირზა ტელეტოვიჩი (“ფინიქს სანზი”) და ცენტრი იუსუფ ნურკიჩი (“დენვერ ნაგითსი”) 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას The Arizona Republic ავრცელებს. “ეროვნულ გუნდში თამაშის ორივე ვაპირებთ. ჩვენ იმდენი მაღალი კლასის კალათბურთელი არ გვყავს, რომ ვინმეს არყოფნა არ დაგვეტყოს”, - განუცხადა ტელეტოვოჩმა ამერიკულ გამოცემას.
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მტკივნეულად რუსეთში აღიქვეს, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ C ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების მეტოქეები სწორედ რუსეთი და შვედეთი არიან და ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მხოლოდ გამარჯვებული გავა.