ჩოგბურთი

13:40 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენა მეოთხედფინალში ჰალეპს შეხვდება

ინდიან-უელსის ტურნირის 1/4-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, მსოფლიოს ნომერ მეხუთე ჩოგბურთელს რუმინელ სიმონა ჰალეპს დაუპირისპირდება.

1/8-ფინალში სერენამ უკრაინელი კატერინა ბონდარენკო 6:2, 6:2 დაამარცხა. ჰალეპმა ჩეხი ბარბარა ზაჰლაჰოვა-სტრიკოვას პირველი სეტი 6:3 მოუგო, ხოლო მეორე სეტში რუმინელის სასარგებლოდ 1:0 ჩეხმა შეხვედრა შეწყვიტა.

სერენა-ჰალეპს ურთიერთშეხვედრებში 6:2-ს ამარცხებს.

0.11661