ფეხბურთი

12:41 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რედნაპი იორდანიას უხელმძღვანელებს

"დერბის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი იორდანიის ეროვნული ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩში უხელმძღვანელებს. 69 წლის სპეციალისტს დახმარება იორდანიის ფეხბურთის პრეზიდენტმა პრინცმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა სთხოვა.

აღნიშნული ინფორმაცია ინგლისელმა The Sun-ს დაუდასტურა: "პრინცი ალი ჩემი მეგობარია. მან იორდანიის ნაკრების გაწვრთნა ორ მატჩში მთხოვა და მეც დავთანხმდი."

იორდანია ბანგლადეშს 24 აპრილს დაუპირისპირდება, ხოლო ავსტრალიას - 29 აპრილს.

0.118409