მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ფრენკ რიბერი მზადაა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს, თუ დიდიე დეშამისგან წინადადებას მიიღებს. რიბერიმ სანაკრებო კარიერა 2014 წელს ტრავმის გამო დაასრულა.
"წავიკითხე, რომ დეშამს სურს ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოები წაიყვანოს. "ბაიერნში" ვთამაშობ და ტრავმის მოშუშების მერე ვცდილობ სრულად დავიხარჯო. მაგრამ სანამ დავიწყებდე ფიქრს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე, საჭიროა დიდიესთან საუბარი." - განუცხადა 32 წლის ფრენკმა Kიცკერ-ს.
რიბერის "მამლების" რიგებში 81 მატჩი აქვს ჩატარებული. საფრანგეთი ევრო-2016-ის მასპინძელი ქვეყანაა. დეშამის შეგირდებს A ჯგუფში რუმინეთთან, ალბანეთთან და შვეიცარიასთან მოუწევთ დაპირისპირება.