“ოლექსანდრიას” შემტევმა დავით თარგამაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. თარგამაძე “ოლექსანდრია”-“გორნიაკის” ამხანაგურ მატჩში, 68-ე წუთზე დაშავდა და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. ფეხბურთელს ნარკოზის ქვეშ გაუკეთეს ოპერაცია.
“მას ფეხი აქვს მოტეხილი. სერიოზული ტრავმაა და ოპერაციაც იოლი არ გამოდგა” – განაცხადა ქირურგმა.
საინტერესოა, რომ 68-ე წუთზე, როცა თარგამაძეს ეუხეშნენ, მატჩი შეწყდა. “ოლექსანდრიას” მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, გასახდელში შეიყვანა გუნდი.
“გორნიაკის” მცველი არტიომ ტერეხოვი – სწორედ მან მიაყენა დავითს საშინელი დარტყმა ფეხში, რის გამოც მოედნიდან გააძევეს, თუმცა ეს რაღას უშველის საქმეს.
საწყენია: თარგამაძე ურიგო ფორმაში არ იყო და დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც დააბრუნებდნენ ყაზახეთთან მატჩისთვის.