აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს ბოლო ქართველი ჩოგბურთელიც გამოეთიშა.
გიორგი ცივაძე საწყის რაუნდში მე-2 ნომრად განთესილ რუს ალექსანდერ იგოშინს გაეჯიბრა და 6:7 (2:7), 2:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ტურნირს ირაკლი მეტრეველი, გიორგი ჯავახიშვილი და ვაჟა შუბლაძეც დაემშვიდობნენ.