სწრაფ ჭადრაკში ქალთა გრან-პრის პირველი ეტაპის გამარჯვებული ლელა ჯავახიშვილი (2434) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა.
გამარჯვებულს 0.5 ქულით ჩამორჩა ბელა ხოტენაშვილი (2444), მე-3 ადგილზე კი ქეთი წაწალაშვილი (2278) გავიდა, რომელმაც სოფიო გვეტაძეს (2348) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.