ფეხბურთი

18:11 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: იტალიელთა თავგადასავალი რუსებთან

17-წლამდელების ელიტრაუნდის ჯგუფი საქართველო-ბოსნიის მატჩით დაიწყო და 1:2 წავაგეთ. მეორე შეხვედრაში კი იტალია რუსეთს დაუპირისპირდა და 4:0 მოუგო. დასაწყისშივე, ფილიპე მელეგონიმ (“ატალანტა”) პენალტით დააწინაურა თავისი გუნდი, მერე მოისე კინმა (“იუვენტუსი”) შეაგდო და მანვე მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლო გოლი ანდრეა პინამონტიმ (“ინტერი”) მიითვალა. იტალია აშკარად საუკეთესო გუნდი ჩანს ჯგუფში.

მოკლედ, იტალია და ბოსნია დაწინაურდნენ 3-3 ქულით, საქართველოსა და რუსეთს კი ჯერ ქულა არ აქვთ.

მეორე ტური 17 მარტს გაიმართება: 14:00 საათზე საქართველო-რუსეთია, ხოლო 16:00 საათზე იტალია-ბოსნია დაიწყება.

რუსეთი-იტალია 0:4 (0:2)

გოლები: 0;1 მელეგონი (5 პენ), 0:2, 0:3 კინი (25, 65), 0:4 პინამონტი (72)

0.128381