ფეხბურთი

13:30 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ჩიხში შევიდა: კიელინი, მარკიზიო, დიბალა და მანჯუკიჩი...

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალის წინ ტურინის “იუვენტუსს” პრობლემები მოეძალა. საქმე ისაა, რომ გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “ბებერ ქალბატონს” წამყვანი ფეხბურთელები დაუშავდა. კერძოდ, კლაუდიო მარკიზიო 20-30 დღეს იუქმებს, ხოლო ჯორჯო კიელინი, რომელიც ბოლო დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ვერ მომჯობინდა და მიუნხენში ვერ გაემგზავრება.

ამასთან, “ბაიერნთან” შესაძლოა, ტურინელებს კიდევ ორი წამყვანი ფეხბურთელები, მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა დააკლდნენ. მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის თავსატეხი ისედაც არ აკლდა და ახლა თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება.

შეგახსენებთ, ამ გუნდთა პირველი თამაში ტურინში, ანგარიშით 2:2 დასრულდა. შესაბამისად, იტალიელებს 16 მარტს გერმანიაში მხოლოდ მოგება სჭირდებათ...

0.114607