ფეხბურთი

22:00 | 13.03.2016 | ნანახია 2723 - ჯერ

"ტოტენჰემი" ჰენდერსონის სანაცვლოდ 25 მილიონს იხდის

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს "ლივერპულის" ნახევარმცველის, ჯორდან ჰენდერსონის გადაბირება სურს. ინფორმაციას THE SUN-ი ავრცელებს.

"მამლები" მზად არიან ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. ჯერჯერობით, "მერსისაიდელთა" პოზიცია აღნიშნულ ტრანსფერზე უცნობია.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰენდერსონის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:44 | 14.03.2016
ჯესი (26029)

ძალიან კარგი ფეხბურთელი არის ინიესტა
ჰენდერსონი არის ერთი უკლასო ტიპი, ეს რო კაპიტანი იქნება :/

00:06 | 14.03.2016
რენე ფერეირა (6798)

მე მომწონს ეს ფეხბურთელი დიდი სიამოვნებით ვნახავდი დინამო თბილისში.დდდ

23:17 | 13.03.2016
top4 (3615)

რა სისულელეა.. არასოდეს არ იყიდის ამას ტოტენჰემი და საერთოდაც ვერასოდეს გადავა ეს ამ ეტაპზე ლივერპულზე რეიტინგით უფრო მაღლა მყოფ კლუბში... არარის კარგი ფეხბურთელი

00:03 | 14.03.2016
gio yvinchila (413)

ძალიანაც კარგი ფეხბურთელია და მოედანსაც კარგად ხედავს და პასიც არ დაეწუნება კაპუეში გადაიხადეს ეს თანხა და ეს ბიჭი კაპუეს ათასჯერ ჯობია!!! და დაჟე არც უნდა შეადარო

00:19 | 14.03.2016
top4 (3615)

9.3 მილიონად ნაყიდ კაპუში, რომელიც შემდეგ 6.3 მილიონად გაყიდეს გადაიხადეს, 25? ყვინჩილ სოფლის შენებასაც ცოდნა უნდა

22:17 | 13.03.2016
Torres9 (12692)

ერიქსენში გაგიცვლით სიამოვნებით

0.114773