ფეხბურთი

20:17 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მეხუთე აღიარება ჩემპიონთა ლიგაზე

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კვირის საუკეთესო ფეხბურთელად მეხუთედ აღიარეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გამოკითხვაში გულშემატკივართა 56%-მა მხარი “სამეფო კლუბის” ლიდერს დაუჭირა. მეორე ადგილი პსჟ-ს ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (34%) დაიკავა. მესამე პოზიცია ჰალკს (“ზენიტი”, 6%) ერგო, ხოლო მეოთხე – ანდრე შურლეს (“ვოლფსბურგი”, 4%).

მადრიდის “რეალმა” მერვედფინალურ დაპირისპირებაში “რომა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი მეტოქეს 4:0 სძლია. ესპანეთში გამართულ შეხვედრაში რონალდუმ 1 გოლი გაიტანა და ხამეს როდრიგესს თავის გამოჩენის საშუალება მისცა. 31 წლის ფეხბურთელი კვირის საუკეთესო გუნდში შეიყვანეს.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუს 36 მატჩი 40 გატანილი გოლი და 13 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. პორტუგალიელი პრიმერადივიზიონის და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

0.114207