ფეხბურთი

14:05 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” და კონტე გადაწყდა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დამდეგი სეზონიდან ლონდონის “ჩელსის” ჩაიბარებს. იტალიური La Stampa-ს ცნობით, მხარეებს შორის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და კონტე ინგლისის დედაქალაქში სამი წლის განმავლობაში 18 მილიონ ევროს მიიღებს. ამასთან, ანტონიოს “ჩელსიში” თავისი დამხმარები მიჰყავს: მასიმო კარერა, ანჯელო ალესიო და მაურო სანდრეანი.

კონტეს “ჩელსიში” შესაძლო დანიშვნაზე საუბრები აქამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა, წყაროს თუ ვერწმუნებით ყველაფერი გადაწყვეტილია - ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მიუხედავად შედეგისა, კონტე “სკუადრა აძურას” დატოვებს და “არისტოკრატებს” ჩაიბარებს.

გამოცემა იმასაც წერს, რომ იტალიელი სპეციალისტი ლონდონში თავისი მოთხოვნებით მიდის. კერძოდ, თურმე ანტონიოს სურს “ჩელსიში” “რომას” ბელგიელი შუახაზელი რაჯა ნაინგოლანი და პსჟ-ს ურუგვაელი შემტევი ედინსონ კავანი იახლოს.

0.112016