ჩოგბურთი

14:27 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიურ ტურნირს მხოლოდ შაფათავა შემორჩა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ბრაზოლიურ კურიტიბაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ ასპარეზობა ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან დაიწყო, ძირითადი ბადის საწყის რაუნდში ჩილელ ფერნანდა ბრიტოს 7:5, 6:4 სძლია, მეტი კი ვეღარ მოახერხა.

მერვედფინალში სოფო მე-8 ნომრად განთესილ იტალიელ მარტინა გარეგაროს გადაეყარა და 6:3, 3:6, 1:6 წააგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ საწყის რაუნდში ამერიკელ უსუე მაიტანე არკონადას 6:2, 4:6, 6:1 სძლია. მე-2 წრეში მე-6 ნომრად მიჩნეული ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ კატალინა პელას გაეჯიბრება.

წყვილთ ტურნირში გორგოძის და შაფათავას პირველი განთესვის მქონე დუეტმა ხსენებულ გარეგაროსთან და უნგრელ რეკა-ლუკა იანის ტანდემთან 5:7, 4:6 წააგო.

0.108793