ფეხბურთი

4:32 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკი: “ჩელსის” გარდამავალი პერიოდი აქვს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა პსჟ-სთან წაგებული შეხვედრის (1:2) შემდეგ განაცხადა, რომ “არისტოკრატები” იმ გუნდთან დამარცხდნენ, რომელსაც მათზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს.

ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, “ჩელსიში” ახლა გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს და ეცდებიან, რომ პრემიერლიგაში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავონ.

“იმედგაცრუებული ვარ. კარგად დავიწყეთ, თუმცა მალევე გოლი გავუშვით და ამან ჩვენი მიზანი გაართულა. პსჟ-ს დონის გუნდთან უფრო მეტი ყურადღებით უნდა გვეთამაშა.

1:1-ზე ჩვენ გვქონდა მომენტები, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და ორ წუთში აქეთ გავუშვით, რამაც ორრაუნდიანი დუელის ბედი გადაწყვიტა.

მეტოქეს ჩვენზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს. სათადარიგოთა სკამზე ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავდა, ხოლო მათ ხავიერ პასტორე და ედინსონ კავანი.

კოშტა სათამაშოდ ბოლომდე მზად არ იყო, თუმცა მოედანზე გასვლა სურდა და რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, ლამაზი გოლი გაიტანა. ასევე მინდა გამოვყო კენედის მშვენიერი თამაში.

“ჩელსის” რთული სეზონი აქვს. როდესაც გუნდში მოვედი, ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოდით, ახლა გავარდნა აღარ გვემუქრება, თუმცა მე-4 ადგილზე გასვლა ძალიან გაგვიჭირდება. ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე გავიდეთ. “ჩელსიში” ახლა გარდამავალი პერიოდია”, - განაცხადა ჰიდინკმა.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” პსჟ-სთან ორრაუნდიან ბრძოლაში 2:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120646