“პარის სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “ჩელსისთან” მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ევროპაში პროგრესირებს.
როგორც იცით, ფრანგულმა კლუბმა “არისტოკრატებს” ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა.
“ჩვენთვის ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. შეხვედრის დასაწყისიდან მოყოლებული თამაშს ვაკონტროლებდით და მიზანი ზედმეტი დაძაბვის გარეშე შევასრულეთ. იმაზე ბევრად იოლი საღამო გამოგვივიდა, ვიდრე ამას ველოდით.
თავს საკმაოდ კარგად ვიცავდით და შეტევაშიც ეფექტურად გამოვიყურებოდით, რამაც შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, რომ პსჟ ევროპაში პროგრესირებს და ვეცდებით, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ”, - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.