კალათბურთი

22:23 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ტერი მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს

სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები-არმიას“ ერთ-ერთი ლიდერი, ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ტერი, მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქად ვარჯიშს უკვე შეუდგა, მინიმუმ ერთი თვე მაინც ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,მგზავრები არმიას“ პრეზიდენტმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ტერიმ ერთი თვის წინ ფეხზე იმდენად რთული ოპერაცია გადაიტანა, რომ სრული დატვირთვით ვარჯიშს ჯერაც ვერ ახერხებს.

0.116242