იტალიის სერია A-ს ვებგვერდმა გულშემატკივართა გამოკითხვით XXVIII ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ტურის რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი, 5 წარმომადგენელი “რომას” ჰყავს, რაც ბუნებრივია, რადგან ბოლო ტურში “ჯალოროსიმ” დიდებულად ითამაშა და ფლორენციის “ფიორენტინა” 4:1 გაანადგურა.
მთლიანად კი 28-ე ტურის სიმბოლური შემდეგნაირია:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
მცველები: ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), კოსტას მანოლასი (“რომა”), “ფაუზი გულამი (“ნაპოლი”)
ნახევარმცველები: მარიო ლემინა (“იუვენტუსი”), მირალემ პიანიჩი (“რომა”), ალფრედ დანკანი (“სასუოლო”)
თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (“რომა”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), მოჰამედ სალაჰი (“რომა”)