ფეხბურთი

18:01 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი ვან დერ საარის რეკორდთან ახლოსაა

მადრიდის “რეალის” კიპერ კეილორ ნავასს შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ლეგენდარული ჰოლანდიელის, ედვინ ვან დერ საარის რეკორდი მოხსნას. საქმე ისაა, რომ კოსტა რიკელ მეკარეს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ გოლი არ გაუშვია. ნავასმა საკუთარი კარი მშრალად ზედიზედ 7 თამაშში შეინახა, რაც 630 წუთს შეადგენს.

ვან დერ საარის რეკორდის გასაუმჯობესებლად კი მას 28 წუთის განმავლობაში გოლის არგაშვება სჭირდება. ედვინმა 658 წუთი საკუთარი კარი ხელუხლებლად 1995-1996 წლების სეზონში, ჯერ კიდევ ამსტერდამის “აიაქსში” თამაშისას შეინახა.

შეგახსენებთ, ნავასი “რეალში” 2014 წლის ზაფხულში ჩინებულად ჩატარებული მუნდიალის შემდეგ “ლევანტედან” გადავიდა. ძირითად შემადგენლობაში კი ადგილი მიმდინარე სეზონის წინ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11308