ფეხბურთი

12:18 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი ფრთხილობს: “ცუდად თუ ვითამაშებთ, დავისჯებით”

იტალიურ “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო თამაშის წინ, პრესკონფერენციაზე “რეალის” ფრანგმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მომავალი მეტოქე შეაქო და თავის ფეხბურთელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ზიდანი მიიჩნევს, რომ ამ წყვილში გადაწყვეტილი არაფერია და “სამეფო გუნდი” ცუდი თამაშის შემთხვევაში დაისჯება.

“ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ფიქრობს, რომ ადვილი შეხვედრა გველის, მაგრამ ასე არაა. შეუძლებელი არაფერია და თუ ცუდად ვითამაშებთ გამოვარდებით. როდესაც მწვრთნელობას ვიწყებდი, ასეთი თამაშების ჩასატარებლად მზად ვიყავი.

“რომა” ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ მხოლოდ ჩემი გუნდი მაშინებს. მარსელო და ბეილი სათამაშოდ მზად არიან, ბენზემა – არა.

ფრანჩესკო ტოტი? – დიდებული კარიერა ჰქონდა. მან “რომასთვის” ყველაფერი გაიღო. ყოველ თამაში, რომელიც მან ჩაატარა იყო ჩინებული, მათ შორის ბოლო პერიოდშიც”, - თქვა ზიდანმა.

“რეალისა” და “რომას” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 23:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, ესპანელებს პირველი თამაში 2:0 აქვთ მოგებული და წყვილის ფავორიტად მიიჩნევიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114983