ფეხბურთი

18:16 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიამ” “საბურთალოს” 8:2 მოუგო

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურის ბოლო მატჩი არასაფეხბურთო ანგარიშით დასრულდა. “სამტრედიამ” შინ 8:2 სძლია “საბურთალოს”. გია ჭიაბრიშვილის გუნდი ბოლო მატჩებში ძალიან ცუდად გამოიყურება, ზედიზედ სამი თამაში წააგო, საერთო ანგარიშით - 2:17.

მართალია, საბურთალოელები გასავარდნი ზონიდან შორს არიან, მაგრამ ასეთი წაგებები დამაფიქრებელია. გია ცეცაძის გუნდი კი მესამე პოზიციაზეა და საერთოდ, მეორე წრეს მშვენივრად ატარებს.

0.111407