ჩოგბურთი

16:06 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელებს მიზნამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობენ და მიზნამდე ერთადერთი ნაბიჯიღა უკლიათ.

კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ პირველ წრეში დაისვენა, შემდეგ ბრაზილიელ კატლენ ბიონგ პერსეგონას 6:2, 6:1 სძლია, ახლა კი, კიდევ ერთ მასპინძელ ნატალი კურატას გაეჯიბრება.

საწყისი რაუნდი ასევე გამოტოვა ქვაცაბაიამ, მე-2 რაუნდში მე-8 რეიტინგის მქონე ქართველმა ჩოგბურთელმა ბრაზილიელ ფლავია გიმარაეშ ბუენოს 6:2, 6:4 მოუგო, დასკვნით მატჩში კი მე-14 რეიტინგის მქონე უკრაინელ სოფია კოვალეცს ეთამაშება.

პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა, რომელსაც მე-6 განთესვა გააჩნია და ამერიკელ უსუე მაიტანე არკონადას დაუპირისპირდება.

წყვილთა ტურნირში შაფათავა და გორგოძე უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევიან და ძალებს იტალიელ მარტინა გარეგაროსთან და უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან მოსინჯავენ.

0.113911