საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2676) “აეროფლოტის ღია პირველობაზე” ყაიმით ზედიზედ მე-3 პარტია დაასრულა.
ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით რუს კირილ ალეკსეენკოს (2554) დაუზავდა და 3.0 ქულით 86 მონაწილეს შორის 46-ე ადგილზე იმყოფება. მე-7 ტურში, რომელიც 7 მარტს შედგება, ბაადური შავებით კიდევ ერთ რუს ვლადიმირ პოტკინს ეთამაშება.
6 ტურის თავზე მოსკოვში მიმდინარე ტურნირს ერთბაშად 4 ლიდერი ჰყავს: ევგენი ნაიერი (რუსეთი, 2664), ბორის გელფანდი (ისრაელი, 2735), მატეუშ ბარტელი (პოლონეთი, 2625) და მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი, 2682) წინ 4.5-4.5 ქულით გაიჭრნენ.