ფეხბურთი

17:18 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტურის ექვსი მატჩი: სენსაციების გარეშე
ცხრაკაციანმა "ლოკომოტივმა" ლანჩხუთიდან ქულა წაიღო

დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის 6 მატჩი. მასპინძელთა აშკარა უპირატესობა აღინიშნა. ჯამში, სტუმრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს, ისიც მხოლოდ პრესტიჟისა.

"სიონმა" და "ჩიხურამ" შინ დიდი ანგარიშით მოიგეს თავიანთი მატჩები.კარგა ხნის შესვენების შემდეგ იმარჯვა "შუქურამაც", რომელმაც 1:0 სძლია "კოლხეთს". ორი შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა: "ცხინვალი"-"დილა" და "გურია"-"ლოკომოტივი". საინტერესოა, რომ "ლოკომოტივს" ორი ფეხბურთელი გაუძევეს და თითქმის ნახევარი საათი 9 კაცით ჩაატარა, მაგრამ ფრეს მიაღწია.

ჟერარდ სარაგოსას გუნდს ისედაც აკლდა წამყვანი ფეხბურთელები (ალექსი ბენაშვილი, ნიკა ჭანტურია, რევაზ ჩიტეიშვილი, გიორგი გეთიაშვილი) და კიდევ ორი ფეხბურთელის გაძევება რა მდგომარეობაში ჩააყენებდა, ხომ წარმოგიდგენიათ?!

გამოსარჩევია ქუთაისის "ტორპედოს" გამარჯვება ბათუმის 'დინამოსთან" - 1:0. გადამწყვეტი გოლი კვლავ თორნიკე კაპანაძემ გაიტანა, რომლის გატანილმაც ქუთათურებს ამასწინათ გორის "დილა" დაამარცხებინა. მეორე წრეში "ტორპედო" აშკარად ძლიერად გამოიყურება.

"სიონი" (ბოლნისი) - "საპოვნელა" (თერჯოლა) 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 რაზმაძე (28), 2:0, 3:0 ტატანაშვილი (53, 60), 4:0 კობახიძე (65), 4:1 ბუხაიძე (70)

"ტორპედო" (ქუთაისი) - "დინამო" (ბათუმი) 1:0

გოლი: 1:0 კაპანაძე (55)

"გურია" (ლანჩხუთი) - "ლოკომოტივი" (თბილისი) 0:0

გაძევება: ქიქავა (38, ლოკო), ფოფხაძე (64, ლოკო)

"ჩიხურა" (საჩხერე) - "ზუგდიდი" 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (8), 2:0 კუჭუხიძე (47), 3:0 სარდალიშვილი (63), 4:0 ენუქიძე (66),

"შუქურა" (ქობულეთი) - "კოლხეთი" (ფოთი) 1:0 (1:0)

გოლი: ელგუჯა ლობჯანიძე (18)

გაძევება: შალიკაშვილი (69, კოლ)

"ცხინვალი" - "დილა" (გორი) 0:0

18:00 საათზე "დინამო არენაზე" დაიწყება მატჩი თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანს" შორის. ხვალ 15:00 საათზე კი სამტრედიაში გია ცეცაძის გუნდი გია ჭიაბრიშვილის "საბურთალოს" დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13071