ჩოგბურთი

15:31 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

0:5 დანიასთან

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დანიასთან თბილისური დაპირისპირება 0:5 დათმო. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა დევისის თასის II ჯგუფის ავრო-აფრიკული ზონის ეგიდით შედგა და სამწუხაროდ, თანაბარი ბრძოლა არ გამოვიდა.

დასკვნით შეხვედრაში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 2085-ე ადგილზე მყოფმა ირაკლი მეტრეველმა ურეიტინგო კრისტიან სისგაარდთან 1:6, 1:6 წააგო. ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა ხუთ შეხვედრაში ერთადერთი (!) სეტის მოგება მოახერხეს.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ დონეზე ადგილი შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს, რისთვისაც 15-17 ივლისს, ისევ თბილისში, ზიმბაბვეს გაეჯიბრებია.

0.116587