არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიოზინის მორიგი ტურის წინ, რომელშიც მისი გუნდი კერკრადეს “როდას” სტუმრად ეთამაშება, კომენტარს აკეთებს. ჰოლანდიურ მედიასთან საუბრისას, კაშია აღნიშნავს, რომე მეტოქე კარგ ფორმაშია, მაგრამ “ვიტესის” ერთადერთი მიზანი დღეს გამარჯვება იქნება.
“ეს არის გუნდი, რომელიც კარგ ფორმაშია. მათ ბოლო ტურში დიდი ანგარიშით მოიგეს (5:0 “ჰერაკლესთან”). “ვიტესი” კი ჯერ კიდევ ცუდ ფორმაშია, თუმცა გვექნება წინსვლა. მუშაობის შედეგად მოდის წარმატება.
“ვილე II”-თან წაგება? – ერთადერთი სწორი პასუხი ახლა გამარჯვება იქნება”, - ამბობს კაშია.
“როდასა” და “ვიტესის” შეხვედრა დღეს, ჩვენი დროით, 17:30 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დინამოშია ამის ადგილი..
კაი იქნებოდა როგორც კრშკომ გაზარდა ეს ისე ესწავლებინა ვინმესთვის მცველობა თორე დღეს ბურთი უმეტესად მცველებს ამოაქვთ და მე ხოჭოლავას ან კვირკველიას ამოტანილი ბურატი არ მინახია
სხვა მხრივ კი არ მგონია დინამოს ამის დამატებამ რამე უშველოს ისევ კლაკსვიკებთან გაფარჩაკდებიან კაშიას თან ერთად თუ მის გარეშე
აპა?! ქართულ დინამოებში გამორიცხულია ამათი გადმოსვლა თუ საქველმოქმედოდ არ მოისურვეს აქ თამაში. კრიზისი ჩვენ ფეხბურთს რომ დაარტყამს უეჭველია და გაზაფხულიდან სპონსორებს დაუწყებენ ძებნას.
ფიფიას კრიზისის რა გითხრა და ამას სან ხოსეშიც არ ჰქონია მაღალი ხელფასი და ახლა ხომ მითუმეტეს..
არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი თუ ორივე ქეცბაიასთან წავიდოდნენ, მაგრამ გადაირეოდნენ კვიპროსელები.
იმედია სადმე წესიერ გუნდებში მოხვდებიან ორივე თუ რათქმაუნდა ევროპაში დაბრუნდნენ