ჩოგბურთი

15:15 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტიტულის გარეშე დარჩნენ

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო შაფათავა, რომელთაც ბრაზილიურ კამპინასში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-2 განთესვა გააჩნდათ, ტიტულის გარეშე დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ და შაფათავამ საწყისი 2 რაუნდი დასძლიეს, ნახევარფინალში კი შემდგომში გაჩემპიონებულ ბრაზილიურ-არგენტინულ წყვილთან დამარცხდნენ.

მე-4 ნომრად განთესილმა გაბრიელა სემ და ფლორენსია მოლინერომ ქართველ გოგონებს 7:6 (7:3), 6:1 სძლიეს.

0.119393