მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდის ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს 350-ნომრიანი მაისური გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია “ბლანკოსის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
პორტტუგალიელმა “სელტასთან” მოგებულ ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩში “სანტიაგო ბერნაბეუზე” პოკერი შეასრულა და კლუბის მაისურით გატანილ გოლთა ნუსხა 350-ზე მეტი გახადა. კრიშტიანუმ ლა ლიგაში 253-ჯერ გამოიჩინა თავი, ტელმო ზარას შედეგი 2 ბურთით გააუმჯობესა და ახლა გათამაშების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება.
როგორც “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რონალდუმ 253 გოლი ლა ლიგაში გაიტანა, 74 – ჩემპიონთა ლიგაზე, 21 ესპანეთის თასზე, 3 სუპერთასზე, ხოლო 2 უეფას სუპერთასზე. ჯამში 353 გოლის გატანა პორტუგალიელმა 335 მატჩში შეძლო. საშუალოდ კრიშტიანუს ერთ მატჩში 1.05 გოლი გააქვს.