ბელგიის რანგით მეორე ლიგაში “ტიუბიზმა” გასვლაზე 2:0 სძლია “დაინცეს” და მეორე გოლი ქართველმა შემტევმა ლევან შენგელიამ გაიტანა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი 79-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მიითვალა გოლი.
“ტიუბიზი” (ამ კლუბს და საერთოდ, ქალაქს ასე ჰქვია და არა – “ტუბიცე”) მეორე ადგილზეა და ლიდერ “ანტვერპენს” ორი ქულით ჩამორჩება. შენგელიას რაც შეეხება, მან წინა ტურის მატჩებიც კარგად ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.