“ბენფიკამ” ლისაბონურ დერბიში “სპორტინგი” სტუმრად 1:0 დაამარცხა და პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ერთადერთი გოლი ჟონასის მარცხენა ფლანგიდან აქტიურობის შემდეგ, კონსტანტინოს მიტროღლუმ მე-20 წუთზე გაიტანა. (VIDEO)
ამრიგად, “არწივები” ცხრილის სათავეში 61 ქულით მოექცნენ და ჟორჟე ჟესუსის შეგირდები 2 ქულით ჩამოიტოვეს. 7 მარტს, თბილისის დროით 00:300 საათზე “პორტუ” სტუმრად “ბრაგას” დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში “სპორტინგს” ერთი ქულით მიუახლოვდება, ხოლო “ბენფიკასთან” ჩამორჩენას 3 ქულამდე შეამცირებს.
ამავდროულად "ჟოზე ალვალადეზე" გამართულ მატჩს 49 699 ადამიანი დაესწრო, რაც სარეკორდოა. წინა მიღწევა მაყურებელთა დასწრების მიხედვით "პორტუსთან" შეხვედრაში დაფიქსირდა, მაშინ მოედანზე 49 382 გულშემატკივარი მივიდა.