ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა.
მადრიდის “რეალმა” შინ ვიგოს “სელტა” მიიღო და შავი დღე აყარა. მადრიდელებმა ტაიმი მხოლოდ 1:0 მოიგეს და 50-ე წუთისთვის ვერავინ იფიქრებდა, რომ “სელტა” 7:1-ს წააგებდა. ამ წუთიდან მოყოლებული კი, კრიშტიანო რონალდუმ აიწყვიტა და 26-წუთიან მონაკვეთში პოკერი შეასრულა. განსაკუთრებით ლამაზი გახლდათ შორეული მანძილიდან გასროლილი (პირველი გოლი) და უნაკლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმა (მეორე გოლი). ამის შემდეგ შეცვლაზე შემოსული მოთამაშეების ჯერი დადგა: ჯერ ხესე როდრიგესმა გაიტანა, ხოლო 81-ე წუთზე გარეტ ბეილის დადგა, რომელმაც მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა. სტუმართაგან პრესტიჟის ბურთი იაგო ასპასმა გაიტანა, რომელმაც კეილორ ნავასს თავზე ლამაზად გადაუგდო ბურთი – 7:1.
ლა ლიგაში 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა “ვილიარეალმა”, რომელიც შინ სენსაციურად “ლას პალმასთან” დამარცხდა. მასპინძლებმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი (შესაძლოა საერთოდ ყველაზე ცუდიც) მატჩი ჩაატარეს და დამსახურებულად დარჩნენ უქულოდ. კანარელებმა კი, დავიდ გარსიას გოლით ზედიზედ მე-3 გამარჯვება გაიფორმეს და გასავარდნ ზონას 4 ქულით მოშორდნენ.
ერთადერთი გუნდი, რომელსაც მიმდინარე ლა ლიგაში გასვლაზე არ მოუგია კვლავ “სევილიაა”. ანდალუსიელები ცუდი სერიის შეწყვეტასთან ახლოს იტყვნენ. ისინი 79-ე წუთზე ევერ ბანეგამ ლამაზი ჯარიმით დააწინაურა, თუმცა უნაი ემერის შეგირდებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და 86-ე წუთზე ველაზკესისგან გაუშვეს – 1:1.
დღის დასკვნითი შეხვედრა “რიასორზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “დეპორტივომ” და “მალაგამ” უხვგოლიან მატჩში გაიყვეს ქულები. აღსანიშნავია, ლა ლიგაში გილერმო ოჩოას დებიუტი, რომელიც ტრავმირებული კარლოს კამენის ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე. თუმცა, მექსიკელს კარგი დებიუტი ნამდვილად არ გამოუვიდა და სამი ბურთი გაუშვა (არცერთი არ იყო მისი ბრალი). “მალაგა” მარცხს 89-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა არიბასმა გადაარჩინა, რომელმაც თავური დარტყმით ავტოლი გაიტანა - 3:3.
რეალი – სელტა 7:1 (1:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): ნავასი, პეპე, რამოსი, დანილო, კარვახალი (მარსელო 77), კასემირო, კოვაჩიჩი, ისკო (ბეილი 65), ვაზკესი, რონალდუ, მაიორალი (ხესე 70).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი, პლანასი, მალიო, ხონი, ვასი (ბივუ 77), დიასი, პ.ერნანდესი (რადოია 35), ორელიანა, ნოლიტო, ასპასი (გუიდეტი 67).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 1:0 პეპე (41), 2:0;3:0;4:1;5:1 რონალდუ (50;58;64;76), 3:1 ასპასი (62), 6:1 ხესე (77), 7:1 ბეილი (81)
გაფრთხილებები: დანილო, პეპე – ნოლიტო, ხონი, ორელიანა
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ვილიარეალი – ლას პალმასი 0:1 (0:1)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, ბონერა, რუისი, მარინი, გასპარი, პინა (ტრიგეირასი 71), სორიანო, დ.სუარესი, კასტილიეხო (ბაპტიშტაო 46), ადრიანი (ბაკამბუ 69), სოლდადო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ბიგასი, ლომოსი, დ.გარსია, გარიდო, მომო (ანხელი 84), მონტორო, პერდომო (სიმონი 76), ვიერა, ელ ჟარი, ვ.ჟოზე (არაუხო 71).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
გოლი: დ.გარსია (30)
გაფრთხილებები: სოლდადო – ლემოსი, მონტორო
მსაჯი: კლოს გომესი
ხეტაფე – სევილია 1:1 (0:0)
ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, კალა, ველაზკესი, იოდა, ბუენდია, ლასენი (ლეონი 80), ხ.როდრიგესი, მედრანი (სცეპოვიჩი 86), ვ.როდრიგესი (ვანდერსონი 76), სარაბია, ვაზკესი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, კოლოძიეჩაკი, კოკე, ესკუდერო, კარისო, ნ’ზონზი (კონოპლიანკა 70), ბანეგა (იბორა 81), ვიტოლო, ფიგეირასი (კრონ-დელი 53), გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 0:1 ბანეგა (79), 1:1 ველაზკესი (86)
გაფრთხილებები: ბუენდია, სარაბია, ველაზკესი, კალა, ვაზკესი – ნ’ზონზი, კარისო
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
დეპორტივო – მალაგა 3:3 (1:1)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-3-3): ლუქსი, ფ.ნავარო, არიბასი, ლუისინიო, ხუანფრანი, ბერგენტინოსო (ფაჟრი 68), მოსკერა, ბორგესი, კარტაბია (გუტიერესი 84), ლ.ალბერტო, ლ.პერესი (რიერა 85).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
მალაგა (4-4-2): კამენი (ოჩოა 37), ველიგტონი, ალბენტოსა, როსალესი, მ.ტორესი, კამაჩო, რესიო, ატსუ, ჩ.კასტრო (ჰორტა 46), სანტა კრუზი (ფორნალსი 54), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლები: 0:1 ჩარლესი (29), 1:1 ბორგესი (43), 1:2 კამაჩო (63), 2:2 კარტაბია (69), 3:2 ლ.პერესი (80), 3:3 არიბასი (89 ს.კ.)
გაფრთხილებები: ლ.ალბერტო, ბერგენტინოსი, მოსკერა – მ.ტორესი, კამაჩო, ჩარლესი, ალბენტოსა
გაძევება: კამაჩო (93)
მსაჯი: ველასკო კარბალიო