ჭადრაკი

1:30 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ორმოცდაათეულს მიღმა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე “აეროფლოტის ღია პირველობის” მე-4 ტურში ქართველი ბაადურ ჯობავა (2676) თეთრი ფიგურებით ინდოელ ბაბუ ლალიტს (2573) დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა.

შედეგად, ბაადურმა 2.0 ქულა მოაგროვა და 86 მონაწილეს შორის 53-ე ადგილზე იმყოფება. მე-5 ტურში, რომელიც 5 მარტს შედგება, ქართველი მოჭადრაკე შავებით რუს ანტონ დემჩენკოს (2583) ეთამაშება.

4 ტურის თავზე “აეროფლოტ ოუფენს” 3.5 ქულით რუსი ევგენი ნაიერი (2664) ლიდერობს, რომელსაც 0.5 ქულით ერთბაშად 12 მონაწილე ჩამორჩება.

0.131167