ჭიდაობა

13:41 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტები ახალ პრეზიდენტს აირჩევენ

4 მარტს 14:00 საათზე სპორტკომპლეს არენა 1-ში საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართება.

სამბოს ფედერაციის პრეზიდენტობისათვის განაცხადი მსოფლიოს ორმა ყოფილმა ჩემპიონმა, ფედერაციის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ (2011 წლის მსოფლიო ჩემპიონი) და მალხაზ ბერუაშვილმა (1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი) გააკეთეს.

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად ხმის მიცემის უფლების მქონე 96 დელეგატია მოწვეული.

დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი - 1. ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში, 2. საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების წარდგენა, 3. პრეზიდენტის არჩევნები და სხვა.

სამბოს ფედერაციას 2012 წლიდან სოსო ლიპარტელიანი ხელმძღვანელობდა, რომელსაც საპრეზიდენტო 4-წლიანი ვადა ამოეწურა. საქართველოს სამბოს ფედერაცია

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

0.114224