ფეხბურთი

12:47 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

Sport: “პერესი ზაფხულში “რეალის” პრეზიდენტის პოსტს დატოვებს”

ესპანური ინტერნეტგამოცემა Sport-ი ირწმუნება, რომ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის მიზეზი კი გუნდის არასტაბილური თამაში და გულშემატკივართა უკმაყოფილებაა.

წყაროს ინფორმაციით, პერესი ზაფხულში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და პრეზიდენტის პოსტზე მისი ნდობით აღჭურვილი კანდიდატის არჩევას ეცდება. ეს ნაბიჯი ქომაგთა გულისწყრომის ჩასაცხრობად განიხილება და თავად ფლორენტინო გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაუბრუნდება კლუბს სათავეში.

მადრიდის “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის 27 ტურში მოპოვებული 57 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, მეორე ადგილზე მყოფ თანაქალაქელ “ატლეტიკოს” 4 ქულით ჩამორჩება, ლიდერ “ბარსელონას” კი 12 ქულით. ზინედინ ზიდანის შეგირდები ჩემპიონთა ლიგაზე 1/4-ფინალის საგზურისთვის იბრძვიან - 1/8-ფინალის პირველ მატჩში “რომას” 2:0 აჯობეს, საპასუხო შეხვედრას კი 8 მარტს გამართავენ.

ესპანელი ჟურნალისტების აზრით, სწორედ ჩემპიონთა ლიგაში გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული, განახორციელებს თუ არა პერესი ზემოთაღნიშნულ გეგმას.

0.062522