ესპანური “ვალენსია” ზაფხულიდან შესაძლოა 55 წლის არგენტინელმა ხორხე სამპაოლიმ ჩაიბაროს, აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი Fichajes.net-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ვალენსიას” ამჟამინდელი მწვრთნელი გარი ნევილი კლუბს ზაფხულში დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ხორხე სამპაოლის გაწვრთნილი ჩილეს ეროვნული ნაკრები “კოპა ამერიკის” გამარჯვებული გახდა.