ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ბრაზილიურ კამპინასში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა შეჯიბრს გამოეთიშა.
გორგოძემ კვალიფიკაცია წარმატებით დასძლია, ძირითად ბადეში კი ესპანელ პაულა ბადოსა გიბერტთან 0:6, 6:4, 4:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში გორგოძე და სოფო შაფათავა მე-2 ნომრად არიან განთესილნი და მეოთხედფინალში თურქებს – აკსუს და სეზერს ეთამაშებიან.