“მაიამი ჰიტის” ახალწვეულმა ჯო ჯონსონმა “ჩიკაგოსთან” (129:111) მოგებულ შეხვედრაში 3-დან ორი სამქულიანი ჩააგდო და სულ ნბა-ს რეგულარულ სეზონში 1800 სამქულიანი დაუგროვდა. ჯონსონი ნბა-ს ისტორიაში მეათე კალათბურთელია, ვისაც 1800 სამქულიანი აქვს ჩაგდებული.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ში ყველაზე მეტი 2973 სამქულიანი რეი ალენის ანგარიშზეა.