ფეხბურთი

14:54 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტულუზა” დიუპრას ჩააბარეს

“ევიანის” ყოფილი მწვრთნელი პასკალ დიუპრა “ტულუზას” ახალი თავკაცია. ფრანგმა სპეციალისტმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას “ტულუზას” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ტულუზას” ხელმძღვანელობამ მწვრთნელის თანამდებობიდან დომინიკ არიბაჟი დაითხოვა, რადგან მიმდინარე სეზონში გუნდი ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და ლიგა 1-ში დასარჩენ ზონას 10 ქულით ჩამორჩება.

დიუპრა “ევიანს” 2012-დან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა და ამ პერიოდში გუნდმა 124 მატჩი ჩაატარა. პასკალის შეგირდებმა 40 შეხვედრა მოიგეს, 24 ფრედ დაასრულეს, ხოლო 60 მათგანში დამარცხდნენ.

0.119904